09 ივლისი 2026,   00:30
ვრცლად
"როდესაც ისინი ურტყამენ, ათჯერ უფრო ძლიერად ვპასუხობთ. ჩვენ მათსავე ენაზე ვსაუბრობთ" - ტრამპი ირათან კონფლიქტზე

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებული ეჭვების მიუხედავად, არ ფიქრობს, რომ ირანთან ომი "თავიდან დაიწყება". ინფორმაციას CNN ავრცელებს.

"არ მგონია, რომ ეს თავიდან დაიწყება. ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოგვარდება. მათ რამდენიმე გემს დაარტყეს, ჩვენ კი ბევრად უფრო ძლიერი დარტყმა მივაყენეთ. როდესაც ისინი ურტყამენ, ჩვენ ათჯერ უფრო ძლიერად ვპასუხობთ - იცით, ჩვენ ბევრად უფრო ძლიერად ვურტყამთ, ვიდრე ისინი", - განაცხადა მან ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც ჰკითხეს, განახლდებოდა თუ არა ომი. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ უარს ამბობს ირანზე ხელახალი დარტყმის მუქარაზე - "ჩვენ მათსავე ენაზე ვსაუბრობთ" - განაცხადა ტრამპმა.

"ვფიქრობ, ყველაფერი, რაც მოხდება, ძალიან სწრაფად დასრულდება და ჩვენ უბრალოდ... უსაფრთხოებას გავზრდით, მათ შორის, ნავთობის კუთხითაც; ნავთობის მიწოდება იქნება თავისუფალი და მარტივი, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდება, ჩვენ არ გვაქვს გათვლა გრძელვადიან პერსპექტივაზე", - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

დღის ამბები