29 ივლისი 2026,   22:05
ვრცლად
აბიტურიენტებისათვის 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

აბიტურიენტებისათვის 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს პირველად შედეგებს შემდეგ საგამოცდო საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ოსური ენა, ისტორია, ქიმია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი.

პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, "ნედლი" ქულის ნახვის შესაძლებლობა.

"ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენისა და ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა კი - 15 ქულაზე მეტი. 

ქიმიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 63, მინიმალური გამსვლელი ქულა   - 16.
 
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70,  მინიმალური გამსვლელი ქულა  - 18.
 
სამოქალაქო განათლების ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა -16.
 
ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ისტორიაში ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებს ის აბიტურიენტიც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 15-ზე მეტი. 
 
დააგროვა თუ არა აბიტურიენტმა გამსვლელი ქულა, საბოლოო შედეგების გამოცხადებისას გახდება ცნობილი," - ვკითხულობთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღის ამბები