06 აგვისტო 2026,   10:46
ვრცლად
GWP: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, GWP-ს სატუმბო სადგურების მუშაობა ავტომატურად შეჩერდა - კომპანიის ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP) წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, კომპანიის სატუმბო სადგურების მუშაობა ავტომატურად შეჩერდა.

მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, თბილისისა და რუსთავის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდა.

"კომპანიის ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ. წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება ჯივიპის სატუმბო სადგურებზე ელექტროენერგიის მიწოდებისთანავე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის ამბები