09 აგვისტო 2026,   01:51
ვრცლად
საუდის არაბეთმა, რეგიონის ორ უძლიერეს სამხედრო ძალასთან ურთიერთდაცვის პაქტი გააფორმა

საუდის არაბეთმა, რეგიონის ორ უძლიერეს სამხედრო ძალასთან ურთიერთდაცვის პაქტი გააფორმა. ნატოს მსგავსი ისტორიული შეთანხმებით, საუდის არაბეთმა მუსლიმური სამყაროს ორი ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა თავის დაცვაში ჩართო, რადგან სამეფოს ირანთან ომი უახლოვდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პაკისტანმა და თურქეთმა, მექაში ხელი მოაწერეს ურთიერთდაცვის პაქტს საუდის არაბეთთან, რითაც განამტკიცეს მათი დიდი ხნის უსაფრთხოების კავშირები კოლექტიური თავდაცვის ალიანსის ფარგლებში.

ალიანსი ითვალისწინებს, რომ რომელიმე ერთ წევრზე თავდასხმა "ყველაზე თავდასხმად ჩაითვლება". როგორც CNN-ი წერს, ამ ვალდებულებამ შესაძლოა პაკისტანი და თურქეთი ომში ჩაითრიოს, რომლისგანაც ისინი დისტანციას ინარჩუნებდნენ. ეს შეთანხმება საუდის არაბეთს დამატებით და ძლიერ თავდაცვით გარანტიას აძლევს, რომელიც უსაფრთხოების სფეროში, აშშ-თან არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობის ჩარჩოებს სცდება.

დღის ამბები