30 აგვისტო 2026,   02:24
ვრცლად
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ სახლები, გზები, ხიდები და მიწები დატბორა - სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნო ინფრასტრუქტურის მინისტრი

სტიქიამ პრობლემები შექმნა იმერეთში. ბაღდათის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ სახლები, გზები, ხიდები და მიწები დატბორა. სოფელ ნერგეეთში მიწა ჩამოიშალა. ადგილზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ოპერაციაში ჩართულია მძიმე ტექნიკა, ტარდება გაწმენდითი სამუშაოები. პარალელურად მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.

სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნო ინფრასტრუქტურის მინისტრი. რევაზ სოხაძე ბაღდათში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

დღის ამბები