ნაძალადევის რაიონში, ლოტკინზე, კერძოდ კი ლაითურის ქუჩაზე, სადაც გზა წლების მანძილზე მოუწესრიგებელი იყო, ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.
საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, ტერიტორიაზე წყალარინების ქსელი მთლიანად შეიცვალა. პროექტი 2 400 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს და გამგეობის ბიუჯეტიდან 260 000 ლარით ფინანსდება. ადგილზე რაიონის გამგებელი და მაჟორიტარი დეპუტატი იმყოფებოდნენ.