ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის დარჩენილი სამუშაოების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია, ჯამში, 55 ობიექტის რეაბილიტაცია, თეატრის პირველი სართულისა და ფასადის რეაბილიტაცია, 3.4 ჰექტარი პარკის კეთილმოწყობა და ავტოსადგურის ინფრასტრუქტურის განახლება.