საერთაშორისო პოლიტიკაში ამ კვირის მთავარი სიტყვა ისევ ომია. ერთ მხარეს სამშვიდობო მოლაპარაკებებია, მეორე მხარეს - ახალი ესკალაციის მუქარები ისმის. მაშინ, როცა ვაშინგტონი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გზებს ეძებს, ევროპასა და რუსეთს შორის დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება.
ევროპული ჯარი უკრაინაში, ბირთვული იარაღის შესაძლო სამიზნეები - ეს ბოლო დღეების პოლიტიკური ლექსიკაა. მოსკოვი ბრიუსელს აფრთხილებს, ევროპული ქვეყნები კი, რუსეთისგან ახალ პროვოკაციებს ელოდებიან.
ორი სრულიად განსხვავებული სურათი ერთი კვირის განმავლობაში - სამშვიდობო დიპლომატია და მზარდი სამხედრო რიტორიკა. რომელი მიმართულებით მიდის რეალურად პროცესი და სად შეიძლება აღმოჩნდეს ევროპა, თუ მოსკოვთან დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება? - გლობალური პოლიტიკის მწვავე კითხვები "კურიერი P.S."-ის ეთერში.
ავტორი: ნათია ჩეხერია