რუსული გაზის მიწოდება სომხეთში 15-დან 25 სექტემბრამდე შეჩერდება - ამის შესახებ ინფორმაციას "გაზპრომ არმენია" ავრცელებს.
მიზეზად ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის გაზსადენზე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები სახელდება.
ამ პერიოდში სომხეთის რესპუბლიკა გაზით შიდა რეზერვებიდან მომარაგდება.