2026 წლის 14-16 სექტემბერს, თავდაცვის სამინისტროში გაიმართა უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის ფინანსური მიმოხილვის შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც, განხილულ იქნა აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსებით და სხვა წყაროებით საქართველოსთვის დახმარების აღსრულების საკითხები, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს მხრიდან, შეხვედრებში მონაწილეობდნენ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე და გენერალური შტაბის წარმომადგენლები.
აშშ-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის ევროპული სარდლობისა და თავდაცვის და უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები.