26 სექტემბერი 2026,   06:53
ვრცლად
განახლებული ავტოპარკი და ახალი სპეცტექნიკა დედაქალაქში - თბილისის უბნებში 40-მდე ახალი ნაგავმზიდი გადანაწილდა

40-მდე ერთეული ნაგავმზიდი თბილისის უბნების მიხედვით გადანაწილდა. ახალი სპეციალიზებული ტექნიკა დედაქალაქის დასუფთავების პროცესში უკვე აქტიურად გამოიყენება.

დასუფთავების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკის განახლების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. სხვადასხვა მარკის თანამედროვე ნაგავმზიდი საზოგადოებას დედაქალაქის მერმა წარუდგინა.

პარალელურად, "თბილისერვის ჯგუფს" შესყიდული აქვს დამატებით 3 მილიონი ლარის ღირებულების 7 ერთეული ნაგავმზიდი. აქედან 2 ერთეული სამუშაო პროცესში უკვე ჩაერთო, დარჩენილი 5 ,,ფორდის მარკის" სპეცტექნიკა კი თბილისში 2027 წლის თებერვალში შემოვა.

ბოლო 18 თვის განმავლობაში, კომპანიის ავტოპარკს სულ 60 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა დაემატა. ჯამში, 23 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

განახლებულ ტექნიკას მაღალი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები გააჩნია. სპეცტექნიკა "თბილსერვის ჯგუფს" საშუალებას მისცემს, ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სამუშაოები უფრო დროულად და ეფექტიანად შეასრულოს.

ავტოპარკის განახლებით თანამშრომელთა სამუშაო პირობებიც გაუმჯობესდება. დედაქალაქში დასუფთავების ღონისძიებები 24 საათიან რეჟიმში ხორციელდება.

ავტორი: ირაკლი კოშაძე

დღის ამბები