18 ოქტომბერი 2026,   18:22
ვრცლად
"ქრისტიანის სიყვარული უნდა აღემატებოდეს ჩვეულებრივ სიყვარულს და ყველა ადამიანზე ვრცელდებოდეს, მათ შორის მტრებზეც" - კათოლიკოს-პატრიარქის საკვირაო ქადაგება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა. საკვირაო ღვთისმსახურების შემდეგ, შიო მესამემ ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და სიკეთის, სიყვარულისა და ქველმოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"უფალი ამბობს, რომ როგორც გინდათ, თქვენ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისე მოექეცით მათ. რა საზღაური გექნებათო, თუ მარტო ახლობლები გეყვარებათ და ვინც თქვენი მოყვარეა, ამას ხომ წარმართებიც და ცოდვილებიც აკეთებენ.

ქრისტიანის სიყვარული უნდა აღემატებოდეს ჩვეულებრივ სიყვარულს და ყველა ადამიანზე ვრცელდებოდეს, მათ შორის მტრებზეც. შური არ ვიძიოთ, ბოროტებით ბოროტებას არ ვუპასუხოთ.

მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს ბოროტების წახალისებას, ხელის დაფარებას და მიჩქმალვას, იმიტომ, რომ ბოროტების ნებისმიერ გამოვლინებას უნდა შევეწინააღმდეგოთ, ის უნდა აღმოვფხვრათ. პირველ რიგში, უნდა აღმოვფხვრათ სიყვარულით, სიკეთით, ქველმოქმედებით, ლოცვით, შეგონებით", - აღნიშნა შიო მესამემ ქადაგებისას.

დღის ამბები