09 ოქტომბერი 2026,   14:14
ვრცლად
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს. საცხოვრებელ კორპუსებზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, მიმდინარეობს სახანძრო-სამაშველო და სამძებრო ოპერაციები.

აფეთქებებია ხერსონის ოლქშიც, რუსულმა არმიამ 39 დასახლებულ პუნქტზე მიიტანა იერიში. დაშავდა ოთხი მოქალაქე, მათ შორის 14 წლის მოზარდი. დაზიანებულია 12 კერძო სახლი. პარალელურად აფეთქებებია კიევში, ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევების დაცემის შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ.

ამ ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხშია და დაპირისპირება მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს. უკრაინის პრეზიდენტი მარკო რუბიოს კრიტიკით პასუხობს .

"შეუძლებელია რუსებთან ეკონომიკურ პროექტებზე შეთანხმებას აფორმებდე და საუბრობდე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლაზე" – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები