უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, შეერთებულ შტატებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მკვეთრი გამკაცრებისკენ და უკრაინისთვის სამხედრო-ტექნოლოგიური მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდა:
"სრულად ჩაუკეტეთ პუტინს ეკონომიკა. რუსეთს პირი დაუხშეთ. ნუ გამოკვებავთ მათ თქვენი გაყიდვებით. უბრალოდ დააწესეთ სანქციები მათ შეიარაღებაზე.
მოგვეცით უკრაინაში Starlink-ზე წვდომა. თქვენ ეს გააკეთეთ, როდესაც ირანს უპასუხეთ. იქ ყველაფერმა იმუშავა. ისრაელი სრულად აკონტროლებდა ცას ირანის თავზე.
ეს ნიშნავს, რომ როდესაც გჭირდებათ, ყველაფერი სწორედ ასე მუშაობს" - აცხადებს ზელენსკი.