15 ოქტომბერი 2026,   11:30
ვრცლად
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საფლავების გაქურდვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდა. კერძოდ, საფლავების ღობეებიდან ლითონის დეტალები მოიპარა, რომლებიც მოგვიანებით ქალაქ ზესტაფონში მდებარე ლითონის მიმღებ პუნქტში ჩააბარა.

"სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო მოპარული ლითონის ნაკეთობები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები