მორიგი ინციდენტი შავ ზღვაში, რომელიც საფრთხეს უქმნის სავაჭრო გადაზიდვებს - რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში კომორის კუნძულების კავშირის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობმზიდ ტანკერზე ხანძარი გაჩნდა.
ეკიპაჟის ევაკუაცია დროულად მოხერხდა. რუმინეთის თავდაცვის უწყება ჯერჯერობით არ ადასტურებს, გახდა თუ არა გემის დაზიანების მიზეზი დრონით დარტყმა. მიმდინარეობს გამოძიება.
ოქტომბრის დასაწყისიდან, რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებთან კომერციულ გემებზე თავდასხმების შედეგად უკვე 23 მეზღვაური დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა.