საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ბიზნესჯგუფის, ტაილანდის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატის, BTSE-ის დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, ეკონომიკურ პოტენციალს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები საბანკო სექტორში, უძრავი ქონებისა და აქტივების მართვის მიმართულებით.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც სტრატეგიული ლოგისტიკური და ფინანსური ჰაბის ფუნქციას. ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და შუა დერეფნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის როლს, რაც უცხოელი ინვესტორებისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.
ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ სტაბილურ ბიზნესგარემოზე, ლიბერალურ საგადასახადო პოლიტიკასა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო შესაძლებლობებზე.