15 ოქტომბერი 2026,   20:03
ვრცლად
ვახტანგ ცინცაძე: მომდევნო წლებში ველოდებით, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი გაუმჯობესდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი გრძელვადიანი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი საერთაშორისო ასპარეზზე ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს.

მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის 2012 წლის შემდგომი პროგრესით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში ერთპიროვნულად ლიდერობს.

ფონდის შეფასებით, ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით წელს ისტორიულ მაქსიმუმს 32 ათას 600-ზე მეტ დოლარს აღწევს, 2031 წლისთვის კი მაჩვენებელი თითქმის 47 ათასამდე უნდა გაიზარდოს. 

"მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით გაანგარიშებული მშპ ერთ სულ მოსახლეზე 49%-ით არის გაზრდილი, რაც მსოფლიოში მეორე შედეგია 2026-2019 წლებში. შესაბამისად, მომდევნო წლებში ჩვენ ველოდებით, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე გაუმჯობესდება, რა თქმა უნდა, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი, ზოგადად გაიზრდება მოსახლეობის კეთილდღეობა და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, მათ შორის, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას. აღსანიშნავია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც პირდაპირ აისახება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე და საბოლოო ჯამში ზრდის პროდუქტიულობას." - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

 

დღის ამბები