თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, სამგორის რაიონის (ვარკეთილის ოლქი) მაჟორიტარმა დეპუტატმა ვაჟა კოკაიამ და საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე მუკათარიძემ 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს.
პრეზენტაცია ვარკეთილის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვაჟა კოკაიამ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ 2025-2026 წლების საანგარიშო პერიოდში დაესწრო საკრებულოს 14 სხდომას, რომლებზეც 95 დადგენილება და 663 განკარგულება განიხილეს.
როგორც ვაჟა კოკაიამ აღნიშნა, წარმომადგენლობით ორგანოში გაწეული საქმიანობის გარდა, საანგარიშო პერიოდში ვარკეთილში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მან დეტალურად ისაუბრა ინფრასტრუქტურული პროექტების, სკვერებისა და სტადიონების მოწყობა-რეაბილიტაციის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შესახებ.
პრეზენტაციაზე საკრებულოს წევრმა წარმოადგინა მისი ინიციატივითა და მუნიციპალურ სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობით ადგილობრივი მოსახლეობისთვის განხორციელებული პროექტები.
დღესვე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოსახლეობას საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე მუკათარიძემ წარუდგინა.
ალექსანდრე მუკათარიძე არის თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრი, ასევე ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე.
საკრებულოს წევრმა პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში დაესწრო საკრებულოს 14 სხდომას, რომლებზეც 95 დადგენილება და 663 განკარგულება განიხილეს.
თითოეული მიღებული გადაწყვეტილება კი დედაქალაქისა და თბილისელების ინტერესებს ემსახურებოდა.
ის აქტიურად იყო ჩარული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ხოლო როგორც სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრი, უამრავ პროექტში მიიღო მონაწილეობა, რომელთა მიზანიც ახალგაზრდებში ცოდნის გაღრმავება, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების განვითარება და არგუმენტირებული დისკუსიის კულტურის დამკვიდრებაა.
ანგარიშის წარდგენას საკრებულოს წევრები, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, სამგორის რაიონის (ვარკეთილის ოლქი) მაჟორიტარმა დეპუტატმა ვაჟა კოკაიამ და საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე მუკათარიძემ 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს.
პრეზენტაცია ვარკეთილის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვაჟა კოკაიამ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ 2025-2026 წლების საანგარიშო პერიოდში დაესწრო საკრებულოს 14 სხდომას, რომლებზეც 95 დადგენილება და 663 განკარგულება განიხილეს.
როგორც ვაჟა კოკაიამ აღნიშნა, წარმომადგენლობით ორგანოში გაწეული საქმიანობის გარდა, საანგარიშო პერიოდში ვარკეთილში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მან დეტალურად ისაუბრა ინფრასტრუქტურული პროექტების, სკვერებისა და სტადიონების მოწყობა-რეაბილიტაციის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შესახებ.
პრეზენტაციაზე საკრებულოს წევრმა წარმოადგინა მისი ინიციატივითა და მუნიციპალურ სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობით ადგილობრივი მოსახლეობისთვის განხორციელებული პროექტები.
დღესვე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოსახლეობას საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე მუკათარიძემ წარუდგინა.
ალექსანდრე მუკათარიძე არის თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრი, ასევე ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე.
საკრებულოს წევრმა პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში დაესწრო საკრებულოს 14 სხდომას, რომლებზეც 95 დადგენილება და 663 განკარგულება განიხილეს.
თითოეული მიღებული გადაწყვეტილება კი დედაქალაქისა და თბილისელების ინტერესებს ემსახურებოდა.
ის აქტიურად იყო ჩართული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ხოლო როგორც სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრი, უამრავ პროექტში მიიღო მონაწილეობა, რომელთა მიზანიც ახალგაზრდებში ცოდნის გაღრმავება, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების განვითარება და არგუმენტირებული დისკუსიის კულტურის დამკვიდრებაა.