24 ოქტომბერი 2026,   11:43
ვრცლად
ძალიან მინდა უკრაინისა და ამერიკის ურთიერთობები იყოს მტკიცე, მართლაც მეგობრული და გაუგებრობებისგან თავისუფალი - ზელენსკი

ძალიან მინდა, რომ ჩვენი ურთიერთობები - უკრაინისა და ამერიკის, ისევე როგორც ჩვენს სხვა პარტნიორებს შორის - იყოს მტკიცე, მართლაც მეგობრული და გაუგებრობებისგან თავისუფალი - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. 

ზელენსკის თქმით, როდესაც ადამიანებს ესმით, თუ რა ხდება სინამდვილეში, პოლიტიკურ ლიდერებს შეუძლიათ უფრო მტკიცე გზა აირჩიონ:

"ამ დღეებში ხშირად კითხულობენ, თუ რატომ საუბრობს უკრაინა მსოფლიოსთან უფრო ღიად და პირდაპირ. პასუხი მარტივია.

ჩვენ გვსურს, რომ სხვებმა - საზოგადოებებმა, ერებმა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაგვიგოს.

როდესაც ადამიანებს ესმით, თუ რა ხდება სინამდვილეში, პოლიტიკურ ლიდერებს შეუძლიათ უფრო მტკიცე გზა აირჩიონ - გზა, რომელსაც მართლაც შეუძლია მშვიდობის მოახლოება.

მშვიდობა კი ისაა, რაც ყველაზე მეტად გვსურს,"- აცხადებს ზელენსკი. 

დღის ამბები