27 ოქტომბერი 2026,   11:07
ვრცლად
გასული ორი დღის განმავლობაში, საფრანგეთში აქციებზე დაკავებულთა რაოდენობამ 1 300-ს გადააჭარბა

გასული ორი დღის განმავლობაში, საფრანგეთში აქციებზე დაკავებულთა რაოდენობამ 1 300-ს გადააჭარბა. სხვადასხვა მონაცემით, დემონსტრაციებში ქვეყნის მასშტაბით 800 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

შეტაკებები იყო მარსელში, ტულუზაში, ნიცასა და ტურში. აქციების დასაშლელად პოლიციამ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოიყენა. დაშავდა ასობით ადამიანი.

საფრანგეთში აქციები სექტემბერში, მოსწავლეების პროტესტით დაიწყო - განათლების სისტემის რეფორმის მოთხოვნასა და სოციალურ პროტესტს მასწავლებლები, სტუდენტები, პროფკავშირები და პოლიტიკური პარტიები შეუერთდნენ.

ყველაზე მასშტაბური არეულობა გასულ კვირას მოხდა. რამდენიმე რეგიონში ამ დრომდე მოქმედებს კომენდანტის საათი.

დღის ამბები