საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, ზაფხულის მეოთხე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა.
ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს 31 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით, სენეგალის დედაქალაქი დაკარი უმასპინძლებს.
თამაშებში მონაწილეობას 205 ქვეყნის 2 655 სპორტსმენი მიიღებს, შეჯიბრებები გაიმართება სპორტის 25 სახეობაში, სადაც ჩვენი დელეგაცია სპორტის 9 სახეობაში 13 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.
"ოლიმპიურ კომიტეტში შედგა ფიცის ცერემონია. დავასახელეთ დელეგაციის წევრები და მე მინდა ჩვენს სპორტსმენებს წარმატება ვუსურვო, რამეთუ ჩვენი სპორტსმენები მზად არიან, რომ მაღალი შედეგი აჩვენონ.
იმედია, რომ ჩვენი სპორტსმენები გაგვახარებენ, რამეთუ ყველანი არიან მზად. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს სპორტსმენებს ჯერ გუნდში მოხვედრა და მე ვუსურვო წარმატება, რომ ოქროს მედლები მოიპოვონ", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.