ერთი პროექტი და ორი სკვერი - საბურთალოს რაიონს განახლებული რეკრეაციული ზონები შეემატა. კორპუსებს შორის არსებულ სივრცეებში ძველი ინფრასტრუქტურა სრულიად ახლით ჩანაცვლდა. დამონტაჟდა განათების ქსელი. განთავსდა ახლი სკამები და ურნები.
დასასვენებელი სივრცეები კომფორტულთან ერთად უფრო დაცულიც გახდა. ვანდალიზმის პრევენციისა და უსაფრთხოებისთვის ვიდეო კამერები დამონტაჟდა. პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გამწვანება იყო. დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები, რომლებსაც წყლით თანამედროვე სარწყავი სისტემები უზრუნველყოფს.
ორი სკვერის პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 700 000 ლარი დაიხარჯა. სულ განახლდა 2 500 კვ.მ ფართობი. რეაბილიტირებული სივრცეები მოსახლეობას დასვენებისა და განტვირთვისთვის მოწესრიგებულ გარემოს სთავაზობს.
განახლებული სკვერები, პარკები და მწვანე ზონები - თბილისის მასშტაბით, რეაბილიტაცია არაერთ სივრცეს უტარდება.
ავტორი: ირაკლი კოშაძე