31 ოქტომბერი 2026,   03:25
ვრცლად
გიორგი კახიანი: ბიძინა ივანიშვილი, როცა ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, აფინანსებდა პოლიციელების, მასწავლებლების ხელფასებს, უამრავი რამ აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის. გვარამია ამას ემიჯნება და არა სისტემურ დანაშაულებს, რომელსაც ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლების დროს

სიცრუე, უტიფრობა და საზოგადოების გამიზნულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც დღეს სხდომაზე თქვა, რომ ემიჯნება წინა ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, გვარამიას მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი საქველმოქმედო პროექტებს ბიუჯეტის ფულით ახორციელებდა.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ რეალურად, ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტში თანხები თავად შეჰქონდა, აფინანსებდა პოლიციის, ჯარის და განათლების რეფორმას, რაც საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი.

მათივე თქმით, ივანიშვილი ქველმოქმედებაში ხარჯავდა ფულს, რომელიც საქართველოში არ დაუგროვებია და რასაც სახელმწიფო საკუთარი სახსრებით ვერ ფარავდა, იმას საკუთარი ჯიბიდან აფინანსებდა.

"ისაუბრა იმაზე, რომ მე რას ვემიჯნებიო და იყო მოლოდინი იმისა, რომ იტყოდა, რომ ვემიჯნები მაგალითად იმ ადამიანის უფლებების იმ სისტემურ დარღვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა "ნაციონალური მოძრაობის" დროს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ იგი ამას კი არ ემიჯნება, თურმე ემიჯნება იმას, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა და შემდგომ ამ გადასახადებით მოვიდა იგი პოლიტიკაში. ანუ ეს ამას ამბობს ადამიანზე, რომელსაც ქონება საქართველოში არ შეუძენია და რაც ჰქონდა ქონება, თავისი ქონების 80%-ი მოახმარა ქვეყანას და 3 მილიარდ 500 მილიონის ქველმოქმედება აქვს გაწეული ამ ქვეყნის მიმართ. ბიძინა ივანიშვილი, მაშინ, როდესაც ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, აფინანსებდა პოლიციელების ხელფასებს, მასწავლებლების ხელფასებს და უამრავი რამ აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის. აღმოჩნდა, რომ თურმე ბატონი გვარამია ამას ემიჯნება და არა იმას, რომ სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლების ყოფნის დროს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.

დღის ამბები