01 ნოემბერი 2026,   02:01
ვრცლად
2026 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6% შეადგინა - საქსტატი

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2026 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, პირველი 9 თვის საშუალო მაჩვენებელი 7.4 პროცენტით განისაზღვრა.

"ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა, ეს გახლავთ მშენებლობა, ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი, ასევე, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორი და სამთო-მოპოვებითი მრეწველობა.

წინასწარი მონაცემებით, საკონტროლო ექსპორტი გაზრდილია დაახლოებით 4%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 15,3%-ით. ქვეყანაში გასულ თვეში დარეგისტრირდა და დაახლოებით 8 400-მდე ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 32%-ით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ზრდა ძირითადად ადგილობრივი ინდივიდუალური მეწარმეების რეგისტრაციაზე მოდის," - განაცხადა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ.

 

დღის ამბები