იტალიაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გრძელდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყველაზე მასშტაბური არეულობა მილანშია მოსალოდნელი. მილანში დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომებიც. შესაბამისად, ქალაქში საზოგადოებრივი წესრიგის თვალსაზრისით წითელი დონის საფრთხე გამოცხადდა.
მოსალოდნელია, რომ ქუჩაში დაახლოებით 10 000 ადამიანი გამოვა. პროფკავშირის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაში მონაწილეობენ სტუდენტები და სოციალური ცენტრების აქტივისტები.
მთავრობის წინააღმდეგ აქციები მილანის გარდა, დაგეგმილია იტალიის სხვა ქალაქებშიც.