31 ოქტომბერი 2026,   03:24
ვრცლად
რასაც ვედავებით, რაც შეიძლება გახდეს მათი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი, ფაქტობრივად მათ მიერვე არის აღიარებული მიმდინარე დღეების განმავლობაში - თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება. სხდომაზე მოპასუხე მხარე საკუთარ არგუმენტებს წარადგენს. მომდევნო კვირის განმავლობაში მხარეები შეისვენებენ და პროცესი ახალი ეტაპით, კითხვა-პასუხით 9 ნოემბრიდან განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლო გახარიას პარტიის და "ლელოს" წარმომადგენლები წარსდგნენ.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის გამოსვლები შეაფასა.

მისი თქმით, სხდომებზე ბევრი ტყუილ-მართალი გაჟღერდა და რაც უფრო მეტს საუბრობს მოპასუხე მხარე, მით უფრო ამყარებს იმ კონსტიტუციურ ბრალდებას, რაც მმართველი გუნდის სარჩელში არის წარმოდგენილი.  

"მოვისმინეთ ძალიან ბევრი ტყუილ-მართალი ერთმანეთში აღრეული. ბუნებრივია, ჩვენ დეტალურად ვახდენთ მათი პოზიციების აღწერას, აღნუსხვას, რასაც, რასაკვირველია, გაეცემა სათანადო პასუხი უპირველესად პროცესის მიზნებიდან გამომდინარე, თავად სასამართლოს სხდომის დარბაზში. ჩვენ წინ გვაქვს შესაბამისი ეტაპები.

აქ მხოლოდ ერთი შეიძლება ითქვას ძალიან მკაფიოდ, რაც უფრო მეტს საუბრობს მოპასუხე მხარე, მით უფრო ამყარებს იმ კონსტიტუციურ ბრალდებას, რაც ჩვენს სარჩელში არის წარმოდგენილი. მთელი ამ დღეების ნარატივი მათ მიერ ტირაჟირებული, პროცესის მსვლელობის კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, იქნება შემდგომში კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ რასაც ვედავებით, რაც შეიძლება გახდეს მათი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი, ფაქტობრივად თავადვე, მათ მიერვე არის აღიარებული მიმდინარე დღეების განმავლობაში", - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი. 

დღის ამბები