31 ოქტომბერი 2026,   02:03
ვრცლად
"საქართველოს მელიორაცია" 2 ნოემბრიდან სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადადის

მიმდინარე წლის 2 ნოემბრიდან შპს "საქართველოს მელიორაცია" სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადადის.

აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, კომპანიის მიმართ არსებული სამელიორაციო მომსახურების საფასურის გადახდა ახალი საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით უნდა განხორციელდეს.

აღსანიშნავია,  რომ 2 ნოემბრიდან კომპანიის ძველ საბანკო რეკვიზიტებზე თანხის ჩარიცხვა აღარ იქნება შესაძლებელი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ცვლილება და დავალიანების დაფარვისას ისარგებლოთ განახლებული რეკვიზიტებით.

ახალი საბანკო რეკვიზიტებია:

* ბანკის კოდი: TRESGE22

* მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 820717499

დღის ამბები