31 ოქტომბერი 2026,   02:02
ვრცლად
5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 9 ნოემბრიდან გაგრძელდება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 9 ნოემბრიდან გაგრძელდება. სხდომა 9 ნოემბერს 14:00 საათზე დაიწყება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განაცხადებით, ახსნა-განმარტების ეტაპი უკვე დასრულებულია და სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სასამართლო დარბაზში მიმდინარე პროცესები სახელისუფლებო პარტიისთვის საკონსტიტუციო სარჩელში შეყვანილი 5 პოლიტიკური ძალის მორიგი ლუსტრაციაა. "ქართული ოცნებაში" აცხადებენ, რომ ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობა ოპოზიციისთვის კრახით დასრულდება.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ, "ქართული ოცნების" კონსტიტუციური სარჩელის განხილვა 21 ოქტომბრიდან დაიწყო.

 

დღის ამბები