ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გარდაცვლილი ელმავლის მემანქანე იყო.
შიდა მოკვლევით, უბედური შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა.
მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით.