დეპუტატ ირაკლი მეზურნიშვილის დოკუმენტური ფილმის მეოთხედი საუკუნის ჩვენება გაიმართა თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში. ფილმი, საქართველო-ამერიკის 25 წლიან მეგობრობას და ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ეძღვნება.
მასში გადმოცემულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ელჩის თვალით დანახული საქართველოს უახლესი ისტორია და მათი შეხედულებები საქართველოზე.