01 ოქტომბერი 2024,   11:17
ვრცლად
"გარემოს დამცველ ჟურნალისტთა ასოციაცია" შეიქმნა

ტყის კვირეულის ფარგლებში, გარემოს დამცველ ჟურნალისტთა ასოციაციის წარდგენის ღონისძიებას დაესწრო გარემოს დაცვის მინისტრი.

შეხვედრაზე ახლად დაფუძნებული ასოციაციის ზოგად კონცეფციაზე, არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. ასევე გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებზე.

„რაც უფრო მეტად ინფორმირებული იქნებიან ადამიანები გარემოსდაცვით პრობლემებზე, მით უფრო პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ,“ - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

დღის ამბები