06 ნოემბერი 2024,   05:58
ვრცლად
თოვლი და ზვავსაშიშროება - ყველაზე რთული ვითარება ჯვრის უღელტეხილზეა

თოვისა და ლიპყინულის გამო საქართველოს გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.

გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი სეთურიძემ კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ყველაზე რთული ვითარება ამ დრომდე ჯვრის უღელტეხილზე ნარჩუნდება. მაგისტრალური სხვა ყველა გზა გახსნილია.

დღის განმავლობაში ჯვრის უღელტეხილზე მოძრაობა გაიხსნება მსუბუქი ავტომობილებისთვის, ხვალისთვის სატვირთო მანქანებისთვისაც აღდგება გზა. პრობლემებს აქ ძირითადად თოვლი, ყინული და ზვავსაშიშროება ქმნის.

გიორგი სეთურიძის თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები