არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას მოითხოვენ, სადაც ქალთა უფლებებზეა საუბარი.
აქტივისტების მტკიცებით, დოკუმენტს ხელი 2 წლის წინ მოეწერა, თუმცა ამის მიუხედავად, რატიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა, რაც ხელს უშლის ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების აღკვეთას.
ამ თემასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
„ხელისუფლებასთან დიალოგის მეშვეობით, რაც შეიძლება სწრაფად ხელი შევუწყოთ იმას, რომ მოხდეს ამ კონვენციის რატიფიცირება, რისი ეფექტური განხორციელებაც საქართველოში ყოველდღიურ ცხოვრებაში ქალებს გახდის გაცილებით უფრო დაცულს,“ - განაცხადა საიას თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.