ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წელი შეაჯამა. ოფიციალური მონაცემებით საქართველოდან ღვინის ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 40 პროცენტით გაზრდილია.
იანვრიდან - ნოემბრამდე პერიოდში მსოფლიოს 53 ქვეყანაში 45 მილიონზე მეტი ბოთლი გავიდა. ყველაზე დიდი ზრდა ჩინეთის მიმართულებით არის.
ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა, ამ დროისთვის 175 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც გასულ წელთან შედარებით 30 პროცენტით მეტია.