01 ოქტომბერი 2024,   11:24
ვრცლად
შეზღუდვები გზებზე - რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული

თოვისა და ლიპყინულის გამო საქართველოს გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. პრობლემებია ხაშური-ახალციხე-ვალეს, ახალქალაქი-კარწახის, ხაიში-უშგულის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე - პრობლემებს აქ ძირითადად თოლი, ყინული და ზვავსაშიშროება ქმნის.

„დღეს შუადღისას, 3 საათისთვის, მსუბუქი მანქანებისთვის გზას გავხსნით და სავარაუდოდ, ხვალ ტრაილერებიც დაიწყებენ მოძრაობას. რაც შეეხება მგზავრებს, კობის მხარეს 3 მიკროავტობუსი და 8 მანქანაა ჩარჩენილი. ისინი დაბინავებულები არიან საოჯახო სასტუმროებში,“ - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.

 

დღის ამბები