06 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
პროკურატურის თანამშრომლებმა ბათუმში ორდღიანი შეხვედრა გამართეს

პროკურატურის თანამშრომლებმა ბათუმში ორდღიანი შეხვედრა გამართეს. ევროპის საბჭოს და ამერიკის საელჩოს დაფინანსებულ ღონისძიებაზე პროკურატურის ტერიტორიული და სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები გასული წლის სტატისტიკურ მონაცემებს, 2017-2021 წლების პროკურატურის მუშაობის სტრატეგიას, პროკურორთა მუშაობის შეფასების ახალ სისტემას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნენ.

მათ შორის იმსჯელეს მედიასთან ურთიერთობის სტრატეგიაზე. შეხვედრაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს ნაფიცი მსაჯულების მიერ განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სტრატეგიაზე, ასევე საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებულ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე.

„ჩვენ ძალიან დაინტერესებულები ვიყავით პროკურატურის რეფორმით და ჩავერთეთ აღნიშნულ პროცესში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს პროკურატურასთან მთელი ამ პროცესის განმავლობაში,“ - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველმა სამართლის საკითხებში მაიკლ გრანტმა.

 

დღის ამბები