06 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
ლარის ვარდნა მოსახლეობის ბიუჯეტზე უკვე აისახა - პროდუქტებზე ფასები ყოველდღიურად იმატებს

მოვაჭრეების ინფორმაციით, ბაზარში პროდუქტებზე ფასი ყოველდღიურად მატულობს. გუშინდელთან შედარებით ძირითადი დასახელების ბოსტნეული საშუალოდ 10-15 თეთრით უკვე გაძვირებულია, ფასი შეცვლილია ხილზე და ხორცპროდუქტებზეც.

ფასები გაზრდილია პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებზეც. მაღაზიებში მოიმატა შაქრის, კვერცხისა და ბურღულეულის ღირებულებამ. მოვაჭრეები ფასების ზრდას ინფლაციის შემთხვევაში კიდევ ელოდებიან.

პროდუქციის გაძვირებაზე საუბრობენ მომხმარებლებიც, მათი ინფორმაციით, გასულ დღეებთან შედარებით თითქმის ყველა დასახელების პროდუქტი 20-დან 50 თეთრამდეა გაძვირებული.

მგზავრობის ფასის მოსალოდნელ გაძვირებაზე საუბრობენ სამარშუტო ტაქსების მძღოლებიც და ამას საწვავზე აქციზის ღირებულების მატებას უკავშირებენ.

საწვავზე ფასების გაზრდა სხვა პროდუქციის ღირებულებაზე არ იმოქმედებს, ასეთ განცხადებას დღეს მმართველ გუნდში აკეთებენ. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ფასების შენარჩუნება ვერ მოხდება.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი. 

დღის ამბები