06 ნოემბერი 2024,   05:53
ვრცლად
ძლიერმა თოვამ აჭარის მაღალმთიანეთში პრობლემები გამოიწვია

ძლიერმა თოვამ აჭარის მაღალმთიანეთში პრობლემები გამოიწვია. დაზიანებულია ელქეტროსადენები, რის გამოც 15 სოფელს დენი შეუწყდა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ენერგოპროჯორჯიას ბრიგადები, რომლებმაც ელექტორენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღადგინეს.

ხულოსა და შუახევში მოსულმა ნალექმა 80 სანტიმეტრს მიაღწია. მუნიციპალიტეტების ცენტრებამდე ავტომანქანების მოძრაობა არ შეწყვეტილა, თუმცა სოფლების მიმართულებით გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის შესაძლებელი.

მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. უშუქობის გამო, რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა.

დღის ამბები