06 ნოემბერი 2024,   05:52
ვრცლად
ფოთში გაჩერებული სატვირთო მანქანები - მძღოლები დახმარებას ითხოვენ

სატვირთო მანქანების მძღოლები ფოთში დახმარებას ითხოვენ. მათ უკვე მესამე დღეა საპატრულო პოლიცია სარფის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.

მძღოლების მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მათ ზუსტ ინფორმაციას არ აწვდიან.

ანალოგიური ვითარება იყო გვიან ღამით ზესტაფონის ტერიტორიაზეც. ამ თემაზე რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა შემოსავლების სამსახურმა, რომლის მიხედვითაც, სარფის საბაჟოზე შეფერხება თურქულ მხარეს უკავშირდება.

მიზეზად კი სერვერების გათიშვა დასახელდა.

დღის ამბები