რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამარშუტო ტაქსებზე ფასის მატებას დღეს სტუდენტები გააპროტესტებენ. ახალგაზრდების მთავარი მოთხოვნა ახალი სამგზავრო გადასახადის დაწესება და სტუდენტური ტარიფის შემოღებაა.
დღესვე სტუდენტები რუსთავის მერთან დავით ჯიქიასთან შეხვედრას მოითხოვენ. რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა მესამე დღეა გაძვირდა. ტარიფის მატების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობამ უშუალოდ მგზავრობის დროს შეიტყო.