უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის პიკეტირება გრძელდება. აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები ტერიტორიის დატოვებას მას შემდეგ დათანხმდებიან, რაც განათლების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა რეალურად დაიწყება.
კანონში ცვლილებასთან ერთად, სტუდენტები თვითმმართველობის არსებული მოდელის ძირეულ რეფორმას ითხოვენ.
პიკეტირების გამო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში ლექციები უკვე მეორე კვირაა ვერ ტარდება.
“ჩვენ ვრჩებით, ვიწყებთ სამუშაო რეჟიმს და რაც შეეხება გადაწყვეტილებას, როდის დავტოვებთ კორპუსს, ამას შეგატყობინებთ მას შემდეგ, რაც გადავგზავნით ამ დოკუმენტს. ეს არის პრევენცია იმისა, რომ ჩვენ ისევ არ მოგვატყუოს ხელისუფლებამ, როგორც ეს მოხდა პრემიერმინისტრის და განათლების მინისტრის შემთხვევაში,“ - განაცხადა აუდიტორია 115-ის წევრმა გიორგი ჯავახაძემ.