დოკუმენტი, უფრო კონკრეტულად კი კითხვარი, რომელიც უნივერსიტეტის რეფორმირების საკითხს და ამ მხრივ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას ეხება, დეპუტატებს დღის ბოლოს, პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე გადაეცათ.
შეხვედრაზე კანონმდებლებმა ახალგაზრდების პოზიციები დეტალურად მოისმინეს.
„საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტის მოსახვედრად არ უნდა იყოს საჭირო რომელიმე ორგანიზაციის და სტრუქტურის წევრობა, არ უნდა იყოს საჭირო ირიბი მეთოდებით მისი ამ საბჭოში მოხვედრა. აუცილებელია, რომ კანონში მოხდეს ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს პირდაპირ წესს,“ - აცხადებს აუდიტორია 115-ის წევრი გიორგი არობელიძე.
პოზიციების ჩამოსაყალიბებლად მარიამ ჯაშმა ახალგაზრდებს ორკვირიანი ვადა მისცა, რის შემდეგაც პარლამენტში კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართება.
„იმ მოთხოვნას, რომ სტუდენტების თანაბარი უფლება უნდა იყოს გარანტირებული, როგორც ფაკულტეტურ საბჭოებში არჩევის წესთან დაკავშირებით, ასევე ფინანსური რესურსების წვდომასთან დაკავშირებით. პროცესი, რომელსაც მე ვთავაზობ დღეს სტუდენტებს, არ იძლევა პიკეტირების გაგრძელების საფუძველს,“ - აცხადებს მარიამ ჯაში.