ლიბანის დასახლებაში 42 ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება მას შემდეგ აღუდგინეს, რაც ადგილზე კურიერის გადამღები ჯგუფი მივიდა. მანამდე მათ ელექტროენერგია 4 დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდათ.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ეს პრობლემა ბოლო ორი წელია არსებობს, იმის გამო, რომ მათ თბილისის მერია არ დაეხმარა, ელექტროენერიგია უკანონოდ შეიყვენეს.
ადგილზე მივიდა გლდანის რაიონის გამგებელიც, რომელიც ადგილობრივებს ელექტროენერგიის გამრიცხველიანების პრობლემის მოგვარებას დაპირდა.