საპარლამენტო არჩევნების დროს რეაგირების გარეშე დარჩენილ ზეწოლის ფაქტებს მიიჩნევს მთავარ პრობლემად საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.
არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ საბოლოო ანგარიშს წარადგენს.
მასში მოყვანილია ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები, რომელზეც საჩივარი დაიწერა, თუმცა საერთაშორისო გამჭვირვალობის მტკიცებით, არცერთ მათგანზე რეაგირება არ ყოფილა. საანგარიშო პერიოდი 8 ივნისიდან 30 ნოემბრამდე არსებულ დროის შუალედს მოიცავს.
„ჩანაწერების გამოყენება, რომლის გამოქვეყნებაც წინასაარჩევნოდ ხდებოდა და მასში ასახული იყვნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერები და მათ დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. 10-ზე მეტი შემთხვევა იყო, როდესაც ადამიანები საუბრობდნენ მათზე ზეწოლა იყო სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, რომ წასულიყვნენ შეხვედრაზე, არჩევნებზე, მხარდაჭერა არ გამოეთქვათ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიისთვის. სამწუხაროა, რომ არცერთი შემთხვევა რეალურად არ იქნა გამოძიებული,“ - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.