თოვისა და ყინულის გამო რამდენიმე მიმართულებით მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
შეზღუდვებია ახალქალაქი-კარწახის და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზეც.
აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე.
ბათუმი-ახალციხის მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.