06 ნოემბერი 2024,   05:58
ვრცლად
ახალი წლის ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქის ქუჩები არ გადაიკეტება

თბილისის მერის თქმით, ახალი წლის ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქის ქუჩები არ გადაიკეტება. დავით ნარმანიას თქმით, დედა ენის ბაღი მოეწყობა, როგორც საახალწლო ქალაქი.

თბილისის მერის განცხადებით, საახალწლო გალაკონცერტი 31 დეკემბერს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

მერიაში განმარტავენ, რომ ახალი წლის ღონისძიებების მთლიანი საერთო ბიუჯეტი მილიონ 487 ათასი ლარს შეადგენს, უშუალოდ გალა კონცერტი კი 227 ათასი ლარი ჯდება.

თბილისის მერიაში აღნიშნავენ, რომ საახალწლო კონცერტისთვის ტენდერის გამოცხადება არ იგეგმება, რადგან მომღერლების მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას კომპოზიტორები მიიღებენ. 

 

ავტორი: ანა წერეთელი.

 

დღის ამბები