საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს საბოლოო ანგარიში საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ. საანგარიშო პერიოდი 8 ივნისიდან 30 ნოემბრამდე არსებულ დროის შუალედს მოიცავს.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ პირველსა და მეორე ტურს შორის შუალედში რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა.
საერთაშორისო გამჭვირვალობაში ამბობენ, რომ ამომრჩეველზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობდა, ასევე დაფიქსირდა უკანონო აგიტაციის რამდენიმე ფაქტი, მათ შორის სოციალური ქსელის მეშვეობით.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ არჩევნების პირველი და მეორე ტურის წინ ვიდეორგოლებით თუ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული საქმიანობის რეკლამირება გახშირდა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსგავს ფაქტზე საგამოძიებო ორგანოების მხრიდან დროული რეაგირება უნდა მოხდეს.
ავტორი: ნატა მახვილაძე.