06 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
სირცხვილის კორიდირი რუსთავის მერიასთან - სტუდენტები მგზავრობის ფასის მატებას აპროტესტებენ

პირველი პროტესტი სამარშრუტო ტაქსების გაძვირებულ ტარიფებზე. რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ფასის მატებას სტუდენტები აპროტესტებენ. ახალგაზრდები ახალი სამგზავრო გადასახადის დაწესება და სტუდენტური ტარიფის შემოღებას ითხოვენ.

ამ მოთხოვნით ისინი მერიასთან შეიკრიბნენ და მერის მოადგილეს შეხვდნენ, თუმცა შეხვედრა მერის მოადგილესთან შედეგის გარეშე დასრულდა.

ამ წუთებში სტუდენტებს მერიის შესასვლელთან სირცხვილის კორიდორი აქვთ მოწყობილი. ისინი მერის შენობიდან გამოსვლას ელოდებიან.

რუსთაველი სტუდენტები სტუდენტური ტარიფის, დაახლოებით 75 თეთრის ოდენობით დაწესებას ითხოვენ.

ცოტა ხნის წინ აქციაზე შეკრებილ სტუდენტებთან გამოვიდა რუსთავის მერის მოადგილე და მან სტუდენტებს შესთავაზა, რომ შენობაში განეხილათ მათი მოთხოვნები, რაზეც სტუდენტები არ დათანხმდნენ.

რუსთავის მერის მოადგილის, ნოდარ შეროზიას, განცხადებით, რუსთავის ბიუჯეტს ამ ეტაპისთვის მხოლოდ სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების საშუალება აქვს და დანარჩენი სტუდენტებისთვის სხვა ტარიფის დაწესება ჯერჯერობით არ განიხილება.

„ამ დროისთვის განცხადებით ვინც მოგვმართა, 66 სტუდენტია და დაკმაყოფილებულია. მაგრამ ამ მიმართულებით პროგრამა გვაქვს გათვლილი 500 სტუდენტზე. ჩვენ ინტერტრანსთან, ვინც ემსახურება გადაყვანას თბილისი-რუსთავის მიმართულებით, დღესაც ველაპარაკეთ, ადრეც გვქონდა მასთან შეხვედრა და თვითონ კომპანიაც გეგმავს გარკვეული მიმართულებებით ტარიფის შეღავათების გავრცელებას სტუდენტებზე,“ - განაცხადა ნოდარ შეროზიამ.

დღეს მერიის წარმომდგენლებს კიდევ ერთი შეხვედრა ჰქონდათ რუსთავის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელთან,  რომლებიც დაავალდებულეს, რომ მგზავრობის ტარიფის ზრდა არ მოხდეს და ამის შესასრულებლად გარკვეული ვადაც მისცეს.

 

 

დღის ამბები