თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 60 ქართული მუხის ნერგი დაირგო. გამწვანების აქციაში მედიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
ეროვნული პარკის ტერიტორია ქართული ჯიშის ხეებით გამწვანდა. გამწვანების აქცია მომავალშიც გაგრძელდება და სისტემატიურ სახეს მიიღებს.
„წელს მესამედ მართავს ჩვენი ორგანიზაცია ტყის კვირეულს და აღსანიშნავია, რომ ეს კვირეული ემთხვევა ხეების დარგვის პროცესს. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი პროცესი განსხვავებულია რადგან ირგვება ადგილობრივი პირობებისთვის შესაფერისი სახეობა ქართული მუხა,“ - განაცხადა WWF-ის სატყეო პროგრამების კოორდინატორმა, ილია ოსეფაშვილმა.